ბრაზილიის ჩემპიონატის მე-20 ტურში სანტოსი საკუთარ კედლებში ვასკო და გამასთან 0:6 განადგურდა. მაყურებელმა იხილა ძველი მეგობრების შეხვედრა, საუბარია ნეიმარ ჟუნიორისა და ფილიპე კოუტინიოს შესახებ, რომლებიც თავიანთი გუნდების კაპიტნები იყვნენ.
ანგარიშიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, თუ რომელი მათგანი დარჩა იმედგაცრუებული და რომელი ბედნიერი. პარის სენ-ჟერმენის ექს-ფორვარდმა ამ თამაშს უწოდა სასირცხვილო და ყველაზე ცუდი თავის კარიერაში, ლივერპულის ყოფილმა ფლეიმეიქერმა კი 2 გატანილი ბურთით ბენეფისი მოიწყო.

![[VIDEO] ძველ მეგობართან შეხვედრა, რომელიც კარიერის ყველაზე მძიმე მარცხით დასრულდა](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FcGfcgM858X6KAj2woYiH3T2QPWUarzk1.webp&w=3840&q=75)







