საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ კედლებში ზამბიას უმასპინძლა და მეტოქე 5 უპასუხო გოლი გაუტანა.
აღნიშნული მატჩი ემოციური გამოდგა ლიონელ მესისთვის, რომელმაც დიდი ალბათობით, არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით საკუთარ კედლებში ბოლო მატჩი ჩაატარა.
38 წლის არგენტინელმა 90 წუთი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. გულშემატკივრებმა ლიონელ მესი სიმღერით და შეძახილებით გააცილეს, რასაც თავად ფეხბურთელი ემოციურად შეხვდა.
ცრემლებით დაემშვიდობა გულშემატკივრებს ნიკოლას ოტამენდიც, რომელმაც მესის მსგავსად არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით სახლში ბოლო მატჩი ჩაატარა. 50-ე წუთზე, მას მესიმ თერთმემეტრიანი დაუთმო და ოტამენდი ბოლო საშინაო მატჩი გოლით აღნიშნა.









