ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა ბირმინგემში, სადაც ასტონ ვილა პსჟ-ს დაუპირისპირდა. მაყურებელმა ნამდვილი თრილერი იხილა, სადაც უნაი ემერის გუნდმა საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა. რომ არა ჯანლუიჯი დონარუმას გმირობები, პსჟ დიდი უპირატესობის განიავებასთან იყო ახლოს. საბოლოო ჯამში, პარიზელებმა მეტოქეს 5-4 მოუგეს და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, უეფამ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა — ჯილდო პსჟ-ს ვინგერს უსმან დემბელეს ერგო, რომელიც MVP-ის ტიტულის მიღებაზე თავიდან უარს აცხადებდა. საბოლოო ჯამში ფრანგი ფეხბურთელი უეფას წარმომადგენლებს დათანხმდა და ჯილდოსთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.
მატჩის შემდეგ გავრცელდა კადრები, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ ამბობს უსმან დემბელე MVP-ის ჯილდოს მიღებაზე უარს.

![[VIDEO] გაბრაზებული დემბელე მატჩის MVP-ის ჯილდოს მიღებაზე უარს აცხადებდა](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FCGz8uusT3dmYdvVu7gqOXNIQ24POeHuT.webp&w=3840&q=75)







