გუშინ ღამით NBA-ის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ინდიანაში, სადაც ადგილობრივმა პეისერსმა ორლანდო მეჯიქს უმასპინძლა. გეიმბრიჯ არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 115-129.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემაც, რომელმაც პარკეტზე 22:34 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის ცენტრმა საკმაოდ კარგი პერფორმანსი შემოგვთავაზა: 11 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი.
პარკეტზე საუკეთესო ორლანდოს მოთამაშე ტრეველინ ქუინი იყო, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო, 5 მოხსნა შეასრულა და 4 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
ბითაძის გუნდი მომდევნო ტურში ატლანტა ჰოუქსს დაუპირისპირდება. მატჩი 13 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა

![[VIDEO] გოგა ბითაძე ორლანდო მეჯიქს გამარჯვებაში დაეხმარა](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FC5x7oE3Z6pXa30hJAj5ldBvPinMm4zxu.webp&w=3840&q=75)







