გუშინ ღამით NBA-ის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ვაშინგტონში, სადაც ადგილობრივმა უიზარდსმა ორლანდო მეჯიქს უმასპინძლა. Capital One არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 94-125.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემაც, რომელმაც პარკეტზე 19:58 წუთი გაატარა. ამ დროში 26 წლის ცენტრმა საკმაოდ სოლიდური პერფორმანსი შემოგვთავაზა: 15 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 3 დაფარება.
პარკეტზე საუკეთესო ორლანდოს მოთამაშე პაოლო ბაკერო იყო, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო, 11 მოხსნა შეასრულა და 4 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო ტურში ატლანტა ჰოუქსს დაუპირისპირდება. მატჩი 5 ნოემბერს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.
მატჩის მიმოხილვა

![[VIDEO] გოგა ბითაძე ორლანდო მეჯიქს გამარჯვებაში დაეხმარა](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FH83HDODqfyTkPmCiGZDrP9j5xvaJRfDL.webp&w=3840&q=75)







