გუშინ ღამით NBA-ის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ორლანდოში, სადაც ადგილობრივმა მეჯიქმა მინესოტა ტიმბერვულვზს უმასპინძლა. Kia Center არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა, 132-120.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემაც, რომელმაც პარკეტზე 21:44 წუთი გაატარა. ამ დროში 26 წლის ცენტრმა სოლიდური პერფორმანსი შემოგვთავაზა: 14 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი!
ორლანდო მეჯიქი ძალიან კარგ ფორმაში შევიდა - ჯამალ მოზლის გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან ოთხივე მოიგო, რითაც სატურნირო ცხრილში სიტუაცია კიდევ უფრო გაიუმჯობესა.
გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო ტურში ჩიკაგო ბულზს დაუპირისპირდება. მატჩი 11 აპრილს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ გოგა ბითაძის საუკეთესო მომენტები გუშინდელი მატჩიდან

![[VIDEO] გოგა ბითაძის ტოპ პერფორმანსი — ქართველი ორლანდო მეჯიქს გამარჯვებაში დაეხმარა](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FKfq80nsU3IyVUDVtjoQOKIJBshzkpPaj.webp&w=3840&q=75)







