ყველაზე საინტერესო მოხდა უშუალოდ გოლის გატანის შემდეგ, როდესაც პანამელმა თავდამსხმელმა აშშ-ს კარის აღება ტიერი ანრისთან ერთად აღნიშნა. ლეგენდარული ფრანგი ფორვარდი კორესპონდენტის ამპლუაში იყო. როდესაც ალიანსა ლიმას ყოფილ შემტევს ჰკითხეს, თუ რატომ აღნიშნა მან გატანილი ბურთი ლონდონის არსენალის ექს-კაპიტანთან, მან აღნიშნა, რომ ბედნიერი წუთების გაზიარება თავის კერპთან სურდა.
აქვე დავამატებთ, რომ კონკაკაფის თასის ფინალი გაიმართება 24 მარტს და როგორც აღვნიშნეთ, "ლოს კანალეროსის" მოწინააღმდეგე "აცტეკები" იქნებიან. ეს არის რიგით მე-4 შემთხვევა, როდესაც კარიბელები კონკაკაფის თასის ფინალში გადიან.
🚨🌎 Panama players rush to celebrate with Thierry Henry after scoring the 95th-minute winner against the USA. 😅pic.twitter.com/KTYzhCn3i4
— Tekkers Foot (@tekkersfoot) March 21, 2025

![[VIDEO] კადრები, რომლებიც ისტორიას დარჩება - პანამის ნაკრების ზეიმი ანრისთან ერთად](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F5prLEmpdeJXlfKhwCM5OvJaVJQXktpAR.webp&w=3840&q=75)









