ამ მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ანხელ კორეას წითელი ბარათი გახდა. არგენტინელი ფეხბურთელი მოედნიდან ხეტაფეს პირველ გოლამდე რამდენიმე წამით ადრე გააძევეს, როდესაც მასპინძელი გუნდის ფეხბურთელს უეხეშა. როდესაც მატჩის მთავარმა არბიტრმა გუილერმო კუადრა ფერნანდესმა ანხელ კორეას წითელი ბარათი უჩვენა, 30 წლის ფეხბურთელმა ესპანელი მთავარი არბიტრის წინააღმდეგ შეურაცხყოფელი სიტყვები გამოიყენა, რაც კადრებში კარგად გამოჩნდა.
იმის მიუხედავად, რომ ანხელ კორეამ მატჩის დასრულების შემდეგ, ბოდიში საჯაროდ მოიხადა, ლა ლიგა ფეხბურთელის მკაცრად დასჯას მაინც გეგმავს. განიხილება არც მეტი, არც ნაკლები 4-დან 12-მატჩამდე დისკვალიფიკაცია! ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია საბოლოო განაჩენს უახლოეს დღეებში გამოიტანს.
იხილეთ დაპირისპირების კადრები
🚨| Angel Correa le dice “SOS UN HIJO DE P*TA* al árbitro en su jodida cara
— gam (@mbagamdre) March 9, 2025
Veremos el trato de la prensa.
pic.twitter.com/qRztQQvXzt

![[VIDEO] კორეას მსაჯის შეურაცხყოფა მძიმედ დაუჯდება — რა სასჯელი ემუქრება არგენტინელს?](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FywxyLHiOxhGY6FjA51zgg730KmMghtgz.webp&w=3840&q=75)







