ბრედლი ბარკოლა - 22 წლის მარცხენა გარემარბი, რომელიც 2023 წლის ზაფხულში პარის სენ-ჟერმენმა ლიონიდან 45 მილიონ ევროდ იყიდა. დღეს, მისი სატრანსფერო ღირებულება €65 მილიონს შეადგენს. პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, ფრანგმა ვინგერმა მოასწრო 64 მატჩის ჩატარება, რომელშიც 15 ბურთის გატანა შეძლო.
პარიზელთა შემტევი საოცრად ეფექტურია მიმდინარე სეზონში - 25 შეხვედრა, 10 გოლი. მისი მოქმედი კონტრაქტი ლიგა 1-ის გრანდთან გათვლილია 2028 წლის ივნისამდე და "ლურჯ-წითლები" თავიანთ 29-ე ნომერთან განშორებას ჯერჯერობით არ აპირებენ. რაც შეეხება მის ხელფასს, €6.600 მილიონი წელიწადში. ბარკოლა ლუის ენრიკეს გუნდში ამ მხრივ რიგით მე-14 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა.
დეზირე დუე - 19 წლის ამომავალი ვარსკვლავი, რომელიც პარის სენ-ჟერმენმა გასულ ზაფხულს 50 მილიონად რენიდან იყიდა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა ვინგერმა მოასწრო 21 მატჩში 2 ბურთის გატანა. მისი სატრანსფერო ფასი ამ დროისთვის €40 მილიონს შეადგენს. ლიგა 1-ის გრანდმა მას კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. პსჟ-ს შემტევის ანაზღაურება შეადგენს €2.730 მილიონს წელიწადში, რითაც ის კლუბის რიგით 21-ე ფეხბურთელია.











