როგორც მოგეხსენებათ, ბარსელონასა და მილანის ინტერის პირველ ნახევარფინალურ მატჩში 3:3 დაფიქსირდა. ეს იყო პირველი შემთხვევა 1999 წლის შემდეგ, როდესაც ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ამ სტადიაზე აღნიშნული ანგარიში დაფიქსირდა. 26 წლის წინ, 6-ბურთიანი თრილერი კიევის დინამოსა და მიუნხენის ბაიერნს შორის დატრიალდა.
განმეორებით მატჩში დაფიქსირდა "რეკორდმაისტერის" გამარჯვება, მარიო ბასლერის გოლის შედეგად. აღსანიშნავია, რომ ამ დუელში "თეთრ-ლურჯების" მხრიდან მონაწილეობას კახა კალაძეც იღებდა. მოგვიანებით, ის კიდევ 3-ჯერ ითამაშებს 1/2 ფინალში, მაგრამ ამჯერად უკვე მილანთან ერთად.

![[VIDEO] ლეგენდარული მატჩი ქართველის მონაწილეობით - 3:3 ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FSPM9zxARYYW4zSqBho5qvGynlY97rD0v.webp&w=3840&q=75)







