გუშინ ღამით MLS-ის მორიგი ტურის მატჩი გაიმართა ნიუ იორკში, სადაც ადგილობრივი გუნდი ინტერ მაიამის შეხვდა. მაყურებელმა სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა.
ინტერ მაიამიმ მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და საკმაოდ მარტივი გამარჯვებაც მოიპოვა.
ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ლიონელ მესიმ, რომელმაც მორიგი დუბლი მიითვალა. 38 წლის არგენტინელი საოცარ ფორმაშია. თავისი გოლი შეაგდო ინტერ მაიამის მთავარმა ფორვარდმა ლუის სუარესმაც, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა.
ნიუ იორკ სიტი 0-4 ინტერ მაიამი
გოლები: 0-1 ბალთაზარ როდრიგესი 43', 0-2 ლიონელ მესი 74', 0-3 ლუის სუარესი (პენ.) 83', 0-4 ლიონელ მესი 86'.
მატჩის მიმოხილვა

![[VIDEO] ლიონელ მესის მორიგი ბრწყინვალე მატჩი და დუბლი ნიუ იორკის კარში](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUWY088chuciXrxhO5afBFlD5g08LSmmg.webp&w=3840&q=75)







