გუშინ ღამით NBA-ის კიდევ ერთი შეხვედრა ტორონტოში გაიმართა, სადაც ადგილობრივი რეპტორსი ატლანტა ჰოუქსს დაუპირისპირდა. სქოტიაბანკ არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა, 134-117.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 31:56 წუთი გაატარა. ამ დროში 26 წლის მოთამაშემ ტოპ პერფორმანსი შემოგვთავაზა: 13 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი, 3 დაფარება, 1 ჩაჭრა.
პარკეტზე საუკეთესო ატლანტა ჰოუქსის მოთამაშე ნიკეილ ალექსანდერ-უოკერი იყო, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა შეასრულა და 3 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში კვლავ ატლანტა ჰოუქსს დაუპირისპირდება. მატჩი 6 იანვარს, თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.
ტორონტო რეპტორსი - ატლანტა ჰოუქსის მატჩის მიმოხილვა

![[VIDEO] მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ტორონტოს მნიშვნელოვანი გამარჯვება ჰოუქსთან](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FNqmiOH3xvMVS8RFQQCdzoFtBXYvEFtOg.webp&w=3840&q=75)







