მატჩამდე ორივე გუნდმა პრესკონფერენცია გამართა — ლიონიდან ნემანია მატიჩმა, მანჩესტერიდან კი ანდრე ონანამ ისაუბრა. როგორც კამერუნელმა ფეხბურთელმა განაცხადა, მისი აზრით მანჩესტერ იუნაიტედი ლიონს აღემატება და ამ წყვილში ფავორიტები სწორედ "წითელი ეშმაკები" არიან.
ამ განცხადებას ლიონიდან ნემანია მატიჩი გამოეხმაურა: "ონანამ თქვა, რომ ისინი ჩვენზე უკეთესები არიან? როცა მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეკარე ხარ, კარგად უნდა დაფიქრდე სანამ რამეს იტყვი. ვან დერ სარს, შმეიხელსა ან დე ხეას რომ მსგავსი რაღაც ეთქვა, კიბატონო... მაგრამ ონანა? ის ერთ-ერთი ყველაზე ცუდია."
ლიონის ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებას, ანდრე ონანამ სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა:
"სხვა კლუბის მიმართ არასდროს ვიქნები უპატივცემულო. ვიცით, რომ ხვალ რთული თამაში გველოდება ძლიერ მეტოქესთან. ჩვენ ფოკუსირებული ვართ კარგად მომზადებაზე, რათა ჩვენმა გულშემატკივარმა იამაყონ.
🗣️ "If you are one of the worst goalkeepers in Man Utd history, you need to take care"
— Sky Sports News (@SkySportsNews) April 9, 2025
Nemanja Matić has hit back at Andre Onana after the United keeper said that they are "way better" than their Europa League opponents Lyon 🔴 pic.twitter.com/jYDWgyprVG
ლიონის ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებას, ანდრე ონანამ სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა:
"სხვა კლუბის მიმართ არასდროს ვიქნები უპატივცემულო. ვიცით, რომ ხვალ რთული თამაში გველოდება ძლიერ მეტოქესთან. ჩვენ ფოკუსირებული ვართ კარგად მომზადებაზე, რათა ჩვენმა გულშემატკივარმა იამაყონ.
ყოველ შემთხვევაში, მე ტიტულების მოგება მაინც მოვახერხე მსოფლიოს უდიდეს კლუბთან ერთად... რასაც ზოგიერთი მათგანი ვერ იტყვის."
I would never be disrespectful to another club. We know that tomorrow will be a difficult game against a strong opponent.
— Andre Onana (@AndreyOnana) April 9, 2025
We focus on preparing a performance to make our fans proud.
At least I’ve lifted trophies with the greatest club in the world. Some can’t say the same. pic.twitter.com/3easLRIz3d

![[VIDEO] "მანჩესტერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეკარე ხარ", - მატიჩი ონანას მიმართავს](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FIjTZfNpxOAK414hvyNLijs9zA6eX5vFN.webp&w=3840&q=75)









