მატჩს საკმაოდ გიჟური დასაწყისი ჰქონდა, რადგან შეხვედრის მე-8 წუთზე, მაყურებელმა მოედანზე საკმაოდ მძიმე შეჯახება იხილა, სადაც მონაწილეობას მილუოლის მეკარე ლაიამ რობერტსი და კრისტალ პალასის ფორვარდი ჟან-ფილიპ მატეტა იღებდნენ. ამ მომენტში, სტუმარი გუნდის კიპერმა, 27 წლის ფრანგ ფორვარდს სახეში ფეხი ჩაარტყა, რა დროსაც მატეტა მოედანზე უგონოდ დაეცა. ამ ინციდენტის შემდეგ, მილუოლის მეკარე მოედნიდან გააძევეს.
მატეტა ამ მომენტიდან მალევე კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მარცხენა ყურზე და თავის არეში არც მეტი, არც ნაკლები 25 ნაკერი დაადეს. ექიმების განცხადებით, ფრანგი ფეხბურთელი ამ შეჯახების შემდეგ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მატეტა კლინიკიდან დღეს დილით გაწერეს. როდის დაუბრუნდება ფეხბურთელი მოედანს, ამ მომენტისთვის უცნობია.
იხილეთ ვიდეო

Worst ‘tackle’ I’ve ever seen in football. Absolutely shameful assault on Jean-Philippe Mateta by Millwall’s goalkeeper Liam Roberts. He was sent off, but if he did that to someone in the street he’d be jailed. pic.twitter.com/CgbnimbCeQ
— Piers Morgan (@piersmorgan) March 1, 2025

![[VIDEO] "მატეტა სიკვდილს გადაურჩა" — მძიმე შეჯახება FA თასზე](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F4ztA71UHpoD8XYwp9sq9M9V4hKIvltPQ.webp&w=3840&q=75)