NBA-ის ახალი სეზონი დაიწყო! მაყურებელმა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ კონფერენციის პირველი მატჩები იხილა, სადაც საკმაოდ საინტერესო შედეგები დაფიქსირდა.
ახალი სეზონის პირველი მატჩები ჩაატარეს ქართველმა კალათბურთელებმაც. გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა მაიამი ჰიტს უმასპინძლა, ხოლო სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა გასვლაზე ატლანტა ჰოუქსთან ითამაშა.
ორლანდომ ახალი სეზონი კარგად დაიწყო და მაიამი ჰიტს 125-121 მოუგო. გოგა ბითაძემ პარკეტზე 18:30 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა ჩააგდო, 8 მოხსნა შეასრულა და 4 პასითაც გამოიჩინა თავი.
მეჯიქი შემდეგ მატჩს ატლანტა ჰოუქსთან ჩაატარებს. შეხვედრა 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:00 საათზე არის ჩანიშნული.
ორლანდო მეჯიქი vs მაიამი ჰიტის მატჩის მიმოხილვა
რაც შეეხება ატლანტა ჰოუქსი-ტორონტო რეპტორსის დაპირისპირებას, გამარჯვება სანდრო მამუკელაშვილის გუნდს დარჩა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 17:09 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 7 ქულით, 4 მოხსნითა და 3 პასით გამოიჩინა.
ტორონტო შემდეგ მატჩს მილუოკი ბაქსთან ჩაატარებს. ეს დაპირისპირება 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 02:30 საათზე გაიმართება.
ატლანტა ჰოუქსი vs ტორონტო რეპტორსის მატჩის მიმოხილვა

![[VIDEO] NBA: ბითაძე და მამუკელაშვილი ახალ სეზონს გამარჯვებით იწყებენ](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FOigaNM2H6oU7iQqBDlzeqzlLKs5Rb7mj.webp&w=3840&q=75)







