უეფას სუპერ თასის ფარგლებში პარის სენ-ჟერმენი ტოტენჰემს დაუპირისპირდება. ეს იქნება ფრანგული გუნდის რიგით მეორე გამოჩენა აღნიშნულ ტურნირზე. პირველი შედგა 1996 წელს, როდესაც თასების თასის მომგები პსჟ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ ტურინის იუვენტუსს შეხვდა.
უნდა აღინიშნოს, რომ იმ დაპირისპირებაში "ლურჯ-წითლებმა" თავიანთ ისტორიაში ყველაზე მძიმე მარცხი განიცადეს. თავად განსაჯეთ - პარკ დე პრენსის ბინადრები ორი შეხვედრის ჯამში "ბიანკონერისთან" 2:9 განადგურდნენ. ბურთების ასეთი რაოდენობა სუპერ თასის ისტორიაში არავის მიუღია.
ამის გარდა, პარის სენ-ჟერმენი არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც უეფას სუპერ თასზე ექვსი გოლი საკუთარ მოედანზე გაუშვა. დიახ, მარჩელო ლიპის გუნდმა პსჟ სტუმრად ჯერ 6:1 გაანადგურა, საპასუხო შეხვედრაში კი უკვე შინ, 3:1. გამოსარჩევია ისიც, რომ ეს არის ერთადერთი შემთხვევა უშუალოდ "ლურჯ-წითლების" ისტორიაში, როდესაც მათ 6 ბურთი სახლში გაუშვეს.
გვახსოვს პარკ დე პრენსის ბინადრების 1:6 ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა ეს იყო გასვლაზე, უშუალოდ შინ კი 6 გოლი ფრანგულმა კლუბმა მხოლოდ იუვესგან მიიღო. უმძიმესი წაგებიდან 29 წლის შემდეგ, პარის სენ-ჟერმენი ბრუნდება სუპერ თასზე, ამჯერად ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორის რანგში.

![[VIDEO] პსჟ უეფას სუპერ თასზე - უმძიმესი მარცხი კლუბის ისტორიაში](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FdhPJhIpzrJytw7LRIKrN8lNbU7ixj9rR.webp&w=3840&q=75)







