ფრანგული CANAL+ Sport საკმაოდ საინტერესო ვიდეოს ავრცელებს, სადაც ნაჩვენებია რა რეაქცია აქვთ ბრედლი ბარკოლასა და გონსალუ რამუშს ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე ასტონ ვილას კარში.
ფრანგულმა გამოცემამ ბრედლი ბარკოლას სიტყვებიც გაშიფრა — გოლის გატანის შემდეგ, ფრანგი ფეხბურთელი რამუშს ასეთ სიტყვებს ეუბნება: "რა გითხარი?"
ხვიჩა კვარაცხელიას პარიზულ კლუბში ტრანსფერის შემდეგ, ბევრი გამოცემა ბრედლი ბარკოლას უკმაყოფილებაზე ალაპარაკდა. ბევრის აზრით, ფრანგი ფეხბურთელი გაბრაზდა, რადგან მას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურენტი მოუყვანეს, რის გამოც სათამაშო დრო შეუმცირდა. ბევრი საუბრის მიუხედავად, როგორც ჩანს, ფრანგსა და ქართველს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობაა და ეს ყველაფერი ამ ვიდეოშიც გამოჩნდა.
იხილეთ ვიდეო

![[VIDEO] "რა გითხარი?" - ბარკოლასა და რამუშის რეაქცია კვარაცხელიას გოლზე](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fohm9faSTF8StA2Y4yRD1a37gBlMVqDUr.webp&w=3840&q=75)







