მიუნხენის ბაიერნმა კიდევ ერთხელ შეკრიბა თავისი ლეგენდები სხვადასხვა ეპოქიდან. მაყურებელმა Legends Cup-ზე იხილა დაუვიწყარი სანახაობა, რომლის მთავარ როლში არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის დუეტი აღმოჩნდა. ამხანაგური ტურნირი მოიგო დორტმუნდის ბორუსიამ, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი პერფომანსი სწორედ ნიდერლანდელი და ფრანგი ვინგერების სახელზე იყო.
ვესტფალიური გუნდის ლეგენდებმა ფინალში დაამარცხეს მადრიდის რეალი, მესამე ადგილისთვის მატჩში კი "რეკორდმაისტერმა" გაანადგურა ტურინის იუვენტუსი, 9:3. შეგახსენებთ, ალიანც არენას ბინადრების ვინგერებმა ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩაატარეს 187 შეხვედრა, გერმანულ კლუბს კი 17 ტიტული მოაგებინეს.

![[VIDEO] რობენისა და რიბერის დუეტი კვლავ საქმეშია - ბაიერნის ლეგენდების დაუვიწყარი პერფომანსი](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FcYB4WEKX1ijwFiw5BUL8qsaiKHjZoJSP.webp&w=3840&q=75)







