ლივერპულის ლიდერმა, მოჰამედ სალაჰმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ცაცია დაასახელა. პრემიერ ლიგის ვარსკვლავი დიდი ხნის მანძილზე ირჩევდა ანხელ დი მარიას, შემდეგ კი ეგვიპტელმა ფორვარდმა მასზე წინ რივალდო ფერეირა დააყენა. ბოლოს ყველაფერი მივიდა დიეგო მარადონამდე, შემდეგ კი ლიონელ მესიმდეც.
მერსისაიდელთა ლიდერმა ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი აირჩია. შეგახსენებთ იმასაც, რომ აფრიკელი თავდამსხმელი "წითლების" შემადგენლობაში კიდევ 2 სეზონით დარჩება. საუდის არაბეთის კლუბების ინტერესის მიუხედავად, ინგლისური გუნდის მე-11 ნომერი გუნდს არ შეიცვლის.

![[VIDEO] სალაჰმა ყველა დროის საუკეთესო ცაცია ფეხბურთელი დაასახელა](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FTUojRqAG8vtkTdghcAEnWQOjkKNl7vf7.webp&w=3840&q=75)







