მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმაც, რომელმაც პარკეტზე საკმაოდ დიდი დრო, კერძოდ 22:39 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის ცენტრმა ძალიან კარგი სტატისტიკა შემოგვთავაზა: 11 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი.
პარკეტზე საუკეთესო გოლდენ სტეიტის ლეგენდა სტეფ კარი იყო, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო, 8 მოხსნა შეასრულა და 3 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში ფინიქს სანსს დაუპირისპირდება. მატჩი 12 აპრილს, თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა
იხილეთ მატჩის მიმოხილვა

![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილი სან ანტონიო სპურსს გამარჯვებაში დაეხმარა](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fjmc4tKNFq4TfObjOWMVrXJqQqIElR6bD.webp&w=3840&q=75)







