მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმაც, რომელმაც პარკეტზე 25:04 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის ცენტრმა ძალიან კარგი სტატისტიკა შემოგვთავაზა და ორმაგი დუბლიც შეასრულა: 14 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი.
პარკეტზე საუკეთესო გოლდენ სტეიტის მოთამაშე ბრენდინ პოძიემსკი იყო, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო, 6 მოხსნა შეასრულა და 5 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქს დაუპირისპირდება. მატჩი 2 აპრილს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ გუშინდელი მატჩის მიმოხილვა

![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი გოლდენ სტეიტთან](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fr6laoSSiqgFSlsTUe3NDBW9BZK3uD7hF.webp&w=3840&q=75)







