გუშინ ღამით NBA-ის კიდევ ერთი შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა უიზარდსმა ტორონტო რეპტორსს უმასპინძლა. Capitan One არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა, 138-117.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 32:42 წუთი გაატარა. ამ დროში 26 წლის მოთამაშემ ორმაგი დუბლი შეასრულა: 13 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება.
პარკეტზე საუკეთესო ტორონტოს მოთამაშე ბრენდონ ინგრამი იყო, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო, 6 მოხსნა შეასრულა და 2 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში გოლდენ სტეიტ უორიორსს დაუპირისპირდება. მატჩი 29 დეკემბერს, თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება.
ვაშინგტონ უიზარდსი - ტორონტო რეპტორსის მატჩის მიმოხილვა

![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი ვაშინგტონ უიზარდსთან](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FjbSLR8ZlbVj3FzwEJqI5aTiNl4h3NnpQ.webp&w=3840&q=75)







