გუშინ ღამით NBA-ის კიდევ ერთი შეხვედრა ტორონტოში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა რეპტორსმა ჩიკაგო ბულზს უმასპინძლა. სქოტიაბანკ არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 123-107.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 23:18 წუთი გაატარა. ამ დროში 26 წლის მოთამაშემ მორიგი სოლიდური პერფორმანსი შემოგვთავაზა: 17 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა, 1 დაფარება.
სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში ინდიანა პეისერსს დაუპირისპირდება. მატჩი 9 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
ტორონტო რეპტორსი - ჩიკაგო ბულზის მატჩის მიმოხილვა

![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი ჩიკაგო ბულზთან](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FXTvUEmPMU8wqjoSvXCwGv6wOXVNOkRnA.webp&w=3840&q=75)







