გუშინ ღამით NBA-ის კიდევ ერთი შეხვედრა მაიამიში გაიმართა, სადაც ადგილობრივი ჰიტი ტორონტო რეპტორსს დაუხვდა. კასეიას ცენტრში შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 96-106.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 18:33 წუთი გაატარა. ამ დროში 26 წლის მოთამაშემ საკმაოდ სოლიდური პერფორმანსი შემოგვთავაზა: 11 ქულა, 7 მოხსნა.
პარკეტზე საუკეთესო ტორონტოს მოთამაშე ბრენდონ ინგრამი იყო, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო, 5 მოხსნა შეასრულა და 5 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში მილუოკი ბაქსს დაუპირისპირდება. მატჩი 19 დეკემბერს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.
მაიამი ჰიტი - ტორონტო რეპტორსის მატჩის მიმოხილვა

![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ტორონტოს მნიშვნელოვანი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FobLppbxmxsSFeS4ZLzkbawD3XEhQJxBT.webp&w=3840&q=75)







