გუშინ ღამით NBA-ის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ნიუ იორკში, სადაც ადგილობრივმა ნიქსმა ტორონტო რეპტორსს უმასპინძლა. მედისონ სქვერ გარდენ არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა, 112-95.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმაც, რომელმაც პარკეტზე 25:00 წუთი გაატარა. ამ დროში 26 წლის მოთამაშემ საკუთარ გუნდს ულიდერა და ტოპ პერფორმანსი შემოგვთავაზა: 17 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა.
სანდრო მამუკელაშვილის გუნდი რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ტორონტო რეპტორსი ბოლო ტურში ბრუკლინ ნეთს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 13 აპრილს, თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება.
მატჩის მიმოხილვა

![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის ტოპ პერფორმანსი და 17 ქულა ნიქსთან](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F8xBi3jNkQLInVGF3KHM0Yd2L2QPQHhFV.webp&w=3840&q=75)







