პარკეტზე საუკეთესო გოლდენ სტეიტის ლეგენდა სტეფ კარი იყო, რომელმაც არც მეტი, არც ნაკლები 56 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა შეასრულა და 3 შედეგიანი პასითაც გამოირჩა. ეს სტეფისთვის მე-14 50+ ქულიანი მატჩი იყო და ამ შედეგით ლებრონ ჯეიმსსა და რიკ ბერის გაუთანაბრდა. 36 წლის კალათბურთელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემაც, რომელმაც პარკეტზე 21:30 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის ცენტრმა საკუთარ გუნდს 7 ქულა მოუტანა, 5 მოხსნა შეასრულა და 1 პასითაც მოამარაგა გუნდელი.
იხილეთ სტეფ კარის საუკეთესო მომენტები გუშინდელი მატჩიდან
🤩 STEPH LEADS IN SPECTACULAR FASHION 🤩
— NBA (@NBA) February 28, 2025
🍳 56 PTS
🍳 12 3PM
5 straight wins for Golden State in a HISTORIC outing for Chef Curry! pic.twitter.com/l2fEXVFpxx

![[VIDEO] შეუჩერებელი სტეფ კარი — ლეგენდის ტოპ პერფორმანსი ორლანდოში](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F9pIeJmwFOSRPxiyfdY8D73AFgJLfIcAF.webp&w=3840&q=75)







