16 წლის ანდრია ბართიშვილი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია. მოგეხსენებათ, მისი აგენტი მამუკა ჯუღელია და თითქმის ყველა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბართიშვილს დიდი მომავალი აქვს და მალე კარგ გუნდში მოხვდება.
ამჟამად ბართიშვილი ფოთის კოლხეთში თამაშობს და ეროვნული ლიგის სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას ამ გუნდთან ერთად განაგრძობს.
ამხანაგურ მატჩში კოლხეთი გონიოს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. ბართიშვილმა გონიოს 2 ერთმანეთზე ლამაზი გოლი გაუტანა.









