გუშინ ღამით NBA-ის კიდევ ერთი შეხვედრა ტორონტოში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა რეპტორსმა იუტა ჯაზს უმასპინძლა. სქოტიაბანკ არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა, 107-100.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 30:21 წუთი გაატარა. ამ დროში 26 წლის მოთამაშემ მორიგი ტოპ პერფორმანსი შემოგვთავაზა და საკუთარ გუნდს კიდევ ერთხელ ულიდერა - 22 ქულა, 6 მოხსნა.
ტორონტომ 2-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა და დღევანდელი გამარჯვების შემდეგ ცხრილში დაწინაურდა და მე-5 პოზიციამდე აღზევდა.
სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში მინესოტა ტიმბერვულვზს დაუპირისპირდება. მატჩი 5 თებერვალს, თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.
ტორონტო რეპტორსი - იუტა ჯაზის მატჩის მიმოხილვა

![[VIDEO] ტორონტოს მორიგი გამარჯვება — მამუკელაშვილმა საკუთარ გუნდს კიდევ ერთხელ ულიდერა](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F9ltrJGMhVbDFWWJbCgb7ESNofDNFlPyb.webp&w=3840&q=75)







