პენალტების სერიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი ხულიან ალვარესის მიერ შესრულები თერთმეტმეტრიანი იყო, როდესაც არგენტინელმა ტიბო კურტუას აჯობა და გაუტანა, თუმცა როგორც გაირკვა, დარტყმის მომენტში 25 წლის ფორვარდი ბურთს ორივე ფეხით შეეხო, რაც წესების მიხედვით არ შეიძლება. სწორედ ამიტომ, ალვარესის ეს პენალტი არ ჩაითვალა, რითაც რეალ მადრიდმა უპირატესობა მოიპოვა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ამ მომენტს ძალიან ბევრი გარჩევა მოჰყვა. ატლეტიკოს ფეხბურთელები და ჩოლო სიმეონე ყველა ინტერვიუში პენალტის მომენტს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ მათი გუნდი უეფამ დაჩაგრა. ასევე გავრცელდა თავად ხულიან ალვარესის კომენტარიც, სადაც როგორც არგენტინელი ამბობს, მან ვერაფერი იგრძნო და სჯერა, რომ მეორე ფეხზე შეხება არ ყოფილა.
იხილეთ ხულიან ალვარესის პენალტი ახლო კადრიდან
Aquí una mejor toma del polémico penal de Julián Álvarez.
— Antonio de Valdés (@adevaldes) March 13, 2025
Toca el balón dos veces??
pic.twitter.com/VAyoETd9lV

![[VIDEO] "ვერაფერი ვიგრძენი", - ხულიან ალვარესი | პენალტის ეპიზოდი ახლო კადრიდან](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FVROcdRgSk47esMOxJv1JDX74bdLZCfu0.webp&w=3840&q=75)








