ალ ჰილალის განაპირა მცველი, ჟოაუ კანსელუ ერთ-ერთ გულშემატკივარს თავს დაესხა. ინციდენტი მოხდა თვითმფრინავში, როდესაც მგზავრი პორტუგალიელ ფლანგელს კამერით იღებდა. ფეხბურთელმა სცადა კამერის წართმევა, რადგან მომხდარი პირად სივრცეში შემოჭრად ჩათვალა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მხარეებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რიადული გუნდის ფლანგელის გარშემო კონფლიქტური სიტუაცია იქმნება. 31 წლის უკანახაზელს წარსულში ჰქონდა უთანხმოება პეპ გუარდიოლასთან, რის გამოც მას მანჩესტერ სიტის დატოვება მოუწია.
"ლურჯების" მე-20 ნომრის რთული ხასიათის შესახებ სხვადასხვა დროს ასევე საუბრობდნენ მიუნხენის ბაიერნში, ბარსელონაში, ტურინის იუვენტუსსა და პორტუგალიის ეროვნულ გუნდში. "ქალაქელებს" თუ არ ჩავთვლით, კანსელუ 3 სეზონზე დიდხანს არსად გაჩერებულა.

![[VIDEO] ჟოაუ კანსელუ თვითმფრინავში გულშემატკივარს თავს დაესხა](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fu2gHHaVtJShLb8GVqipNkph6HL3Jgxor.webp&w=3840&q=75)







