პარიზში გამართულ წილისყრაზე ცნობილი გახდა საქართველოს მეტოქეების ვინაობა ერთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე. წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, რომელმაც საქართველოს მეტოქეები შეაფასა და ლუქსემბურგთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა:
„მოუთმენლად ველით კარგ გუნდებთან დაპირისპირებას. რთული ჯგუფი იქნება, თუმცა სწორედ ასეთ მატჩებში ვსწავლობთ. გვინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს, რათა სწრაფად გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი. რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში თამაშობდა, ახლა კი, B ლიგის გუნდია, რაც აჩვენებს, რომ ქართული ფეხბურთი კარგ გზაზეა.
მარტის პლე-იოფის წინ მნიშვნლეოვანია ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ჩასვლა, მათთან საუბარი და მათი თამაშების ნახვა. მნიშვნელოვანია ახლო კავშირის შენარჩუნება, რადგან ვიცოდეთ, თუ რას გრძნობენ ახლა ისინი. პლეიოფამდე კიდევ მაქვს დრო იმისთვის რომ უფრო მეტი ფეხბურთელი, უფრო მეტი თამაში ვნახო. საბოლოო ჯამში, ლუქსემბურგთან ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ,“ - განაცხადა ვილი სანიოლმა.
ერთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები B1 ჯგუფში ჩეხეთის, უკრაინისა და ალბანეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
ჯგუფური ეტაპის მატჩები მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში და ნოემბრის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. 2025 წლის მარტის ბოლოს დაიწყება პლეი-ოფები, ივნისის დასაწყისში კი 1/2 ფინალები და ფინალი გაიმართება.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია