“ყველაფერი დამოკიდებულია მოთამაშის განვითარებაზე. ყველაფერი სწრაფად იცვლება, როგორც ეს საბა გოგლიჩიძის შემთხვევაში მოხდა. ამ 2 თამაშში გოგლიჩიძეს მიეცემა შანსი. ამ ორი თამაშიდან ერთს მაინც სასტარტოში დაიწყებს, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი იტალიაში თამაშობს და სტაბილურად ასპარეზობს მას შანსი ეროვნულ ნაკრებში უნდა მიეცეს,” - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა.
საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს კი ჩეხეთში სტუმრად ითამაშებს.
სრულ პრესკონფერენციას LaGazzetta.ge-ს გუნდი მალე შემოგთავაზებთ.
სრულ პრესკონფერენციას LaGazzetta.ge-ს გუნდი მალე შემოგთავაზებთ.









