ესპანეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი ვალენსიასა და ვილიარეალს შორის, სტუმართა გამარჯვებით 0:2 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ვილიარეალის ქართველი თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე, რომელმაც 6.0 შეფასება მიიღო.
მიქაუტაძემ წვლილი მეორე გოლში შეიტანა, რომლის დარტყმულსაც კომესანამ დაამატა. პირველი გოლი მორენომ გაიტანა.
10 ტურის შემდეგ, მიქაუტაძის ვილიარეალს 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა.









