ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტიაგო სილვამ მიმდინარე სეზონში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
მოგეხსენებათ, წელს ლუის ენრიკეს გუნდს ბრწყინვალე სეზონი აქვს და ჩემპიონთა ლიგის ფინალშია გასული, სადაც მათი მეტოქე ინტერი იქნება.
"ვინ არის წელს პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელი? ძალიან ბევრია, მაგრამ დემბელეს ვიტყვი. ის გამორჩეული ლიდერია"
შეგახსენეთ, რომ ლიგა 1-ის დასრულებულ სეზონში დემბელემ 21 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.









