მერსედესის პილოტის გარდა, "ბიანკონერის" ფეხბურთელების მხრიდან სხვა სახელებმაც გაიჟღერა. მაგალითად - დუშან ვლაჰოვიჩმა და ანდრეა კამბიაზომ დაასახელეს შარლ ლეკლერი, ტიმოტი ვეამ კი პიერ გასლი. ალექს სანდრო აღნიშნულ გამოკითხვას მიუდგა სხვა კუთხით და ყველა დროის საუკეთესო პილოტი დაასახელა.
ბრაზილიელი მარცხენა მცველის ფავორიტი თანამემამულე აირტონ სენა არის. შეგახსენებთ, რომ ფერარისა და "ბებერ ქალბატონს" ჰყავს ერთი და იგივე მფლობელი, ანიელების ოჯახის უფროსი, ჯონ ელკანი. როგორც ვხედავთ, ჰემილტონის ოფიციალურად გადმოსვლის შემდეგ, იუვეს მოთამაშეების საყვარელი მრბოლელი სწორედ ფერარის პილოტი იქნება.











