გარი ნევილის აზრით, ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც შეუძლია ბრუნო ფერნანდეშს გაუწიოს კონკურენცია პრემიერ ლიგის 2025/2026-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მიღებაში, ბერნარდო სილვა არის. შეგახსენებთ, ეს არის უკანასკნელი სეზონი ინგლისის ჩემპიონატში მანჩესტერ სიტის კაპიტნისთვის.
"ვინ გახდება პრემიერ ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი? ნომერ პირველი კანდიდატი არის ბრუნო და ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია მისთვის კონკურენციის გაწევა, ბერნარდოა. დიახ, არიან სხვებიც, მაგალითად რაისი, მაგრამ არ მგონია, რომ მას ფერნანდეშზე უკეთესი სეზონი ჰქონდეს.
პირადად მე, პორტუგალიელ ნახევარმცველს ვირჩევ. მისი სტატისტიკა და გავლენა მან იუნაიტედის თამაშის მიმდინარეობაზე უდიდესია. სწორედ ეს არის მთავარი კრიტერიუმი", - განაცხადა ინგლისელმა ყოფილმა უკანახაზელმა.









