მანჩესტერ სიტის მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება და ამ ეტაპზე უცნობია დარჩება თუ არა გუნდში.
ბრიტანული მედიის ცნობით, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა პეპ გვარდიოლას შეცვლაზე მუშაობს და მისი წასვლის შემთხვევაში, რუბენ ამორიმის კანდიდატურას განიხილავს.
39 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი სპორტინგში 2020 წლიდან მუშაობს და მისი თავკაცობით გუნდმა 224 მატჩიდან 158-ის მოგება მოახერხა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში, მისი გუნდი პორტუგალიის ჩემპიონატის გამარჯვებული 2-ჯერ გახდა.
Premier League
ვინ ჩაიბარებს მანჩესტერ სიტის გვარდიოლას წასვლის შემთხვევაში?










