საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ჟორჟ მიქაუტაძემ მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა და ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ დუბლი შეასრულა.
ამხანაგურ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ლიეტუვას სტუმრად დაუპირისპირდა და 0:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ამ დუბლით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მიქაუტაძემ კვარას კიდევ ერთხელ გადაასწრო და ახლოსაა ისტორიულ რეკორდთან.
მოგეხსენებათ, 26 გატანილი ბურთით საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი ლეგენდარული შოთა არველაძეა.
| ფეხბურთელი | გოლი |
| შოთა არველაძე | 26 |
| ჟორჟ მიქაუტაძე | 23 |
| ხვიჩა კვარაცხელია | 22 |
| თემურ ქეცბაია | 17 |
| ალექსანდრე იაშვილი | 15 |









