"ლა ლიგას ხშირად ვადევნებ თვალს და მამარდაშვილის შესაძლებლობები კარგად ვიცი. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ ნიდერლანდურ ტელევიზიაში აღვნიშნე, რომ გიორგი ტურნირის საუკეთესო გოლკიპერი იყო. უცნაურია, როდესაც ამბობენ, რომ ლივერპულში გადასვლით, ქართველი კარის დარაჯის დონე დაეცა.
რაც შეეხება ალისონს, ჩემი აზრით, "წითლების" მთავარ მეკარედ დარჩება სწორედ ის, ვალენსიას კარის დარაჯი კი მისი დუბლიორი იქნება", - განაცხადა ყოფილმა ნიდერლანდელმა გოლკიპერმა. აქვე დავამატებთ, რომ 24 წლის მეკარე მერსისაიდში მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გადაბარგდება.











