როგორც რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, კარლო ანჩელოტი რეალ მადრიდს ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს, რას იმას ნიშნავს, რომ სამეფო კლუბს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, იტალიელი სპეციალისტი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ივნისში ოფიციალურად ჩაიბარებს.
ახლა კი ისმის კითხვა — ვინ იქნება რეალ მადრიდის მთავარი მწვრთნელი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე?
როგორც ესპანურ პრესაში იწერება, განიხილება 2 ვარიანტი: ჩაბი ალონსო და სანტიაგო სოლარი. ჩაბი ალონსო, რომ კლუბის #1 სამიზნეა, ეს ყველამ კარგად იცის და ფლორენტინო პერესი ამ გარიგების დახურვას უახლოეს პერიოდში შეეცდება. ესპანელი სპეციალისტი რეალ მადრიდს 15 ივნისამდე თუ არ ჩაიბარებს, სწორედ სანტიაგო სოლარი იქნება ის ადამიანი, რომელიც მადრიდულ გრანდს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გაუძღვება.
სანტიაგო სოლარი რეალ მადრიდის დირექტორთა საბჭოს წევრია, თუმცა მას რამდენიმეწლიანი სამწვრთნელო გამოცდილება უმაგრებს ზურგს, შესაბამისად, კლუბში ფიქრობენ, რომ არგენტინელის დროებით მთავარ მწვრთნელად დანიშვნა სწორი ნაბიჯი იქნება.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად რეალ მადრიდის პოტენციურ მწვრთნელთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.









