დევიდ ბექჰემმა ინტერ მაიამიში თავი მოუყარა ისეთ ვარსკვლავურ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ლიონელ მესი, ლუის სუარესი, სერხიო ბუსკეტსი, ხორდი ალბა და როდრიგო დე პოლი. ცოტა ხნის წინ, ფლორიდელებს ოფიციალურად სერხიო რეგილონიც შეუერთდა. ისმის კითხვა: ვინ იქნება შემდეგი?
"ვაის სიტის" გულშემატკივრებს შორის ჩატარდა გამოკითხვა, თუ რომელ ვარსკვლავურ ტრანსფერს ისურვებდნენ ისინი შემდეგს. გაიჟღერა შემდეგმა სახელებმა: ანხელ დი მარია, ანტუან გრიზმანი, პაულო დიბალა, მაიკლ ოლისე. უკანახაზის გაძლიერების მიზნით კი ბექჰემის კლუბის ფანებს სურთ ნიკოლას ოტამენდი, უილიამ სალიბა, იბრაჰიმა კონატე და დაიო უპამეკანო.









