პრემიერ ლიგის ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა 15 მარტს, ლივერპულსა და ტოტენჰემს შორის შედგება.
მატჩის წინ კომენტარი მერსესაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა გააკეთა და ალისონის მდგომარეობაზე ისაუბრა.
"დღეს ვარჯიში გვქვს და ვნახავთ, ივარჯიშებს თუ არა ალისონი გუნდთან ერთად. ამაში 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, რადგან სამედიცინო შტაბთან ჯერ არ მისაუბრია.
მას კუნთის უმნიშვნელო ტრავმა აქვს და დაბრუნება დიდი ხნით არ გადაიდება. კვირას თუ არა, გალათასარაისთან განმეორებით მატჩში ალისონს აუცილებლად ველოდები", - განაცხადა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩში გალათასარაის წინააღმდეგ ლივერპულის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა.









