La Gazzetta dello Sports Georgia დეტალურად გიამბობთ ქართველი ოლიმპიელების სამზადისისა და მოლოდინის შესახებ.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან დაზუსტებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 8 ქართველ სპორტსმენს აქვს ოფიციალურად ოლიმპიური ლიცენზია:
ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) - ლეგენდარული ქართველი ტყვიის მსროლელი კარიერაში მე-10 ოლიმპიადაზე იასპარეზებს, რაც ისტორიული შედეგია. 10 ოლიმპიადაზე ქალს არასდროს უასპარეზია, ამ მაჩვენებლით სალუქვაძე კანადელ ცხენოსანს, იან მილერს გაუთანაბრდება.
ნინო სალუქვაძემ ოლიმპიური ლიცენზია 2023 წელს ევროპულ თამაშებზე, 25 მეტრზე ტყვიის სროლაში საუკეთესო ოთხეულში შესვლით მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ის ერთადერთი ქართველი ქალი სპორტსმენია, რომელსაც ოლიმპიური თამაშებზე ყველა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. ნინო სალუქვაძე მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია.

სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა) - ზაფხულის ოლიმპიადაზე ვაჟთა შორის ხმლით ფარიკაობაში სანდრო საქართველოს ზედიზედ მესამედ წარადგენს. შეგახსენებთ, სანდრო ბაზაძე ხმლით მოფარიკავეებს შორის საერთაშორისო რეიტინგის ლიდერია. სანდრო მსოფლიოს ვიცეჩემპიონი (2023), ევროპის ორგზის ჩემპიონი (2022, 2023) და ევროპის III თამაშების გამარჯვებულია (2023). სანდროს ანგარიშზე ჯამში 14 ოქროს, 4 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალია.
ამ დროისთვის ოფიციალურად 4 ლიცენზია აქვთ მოჭიდავეებს:
გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.) - გენო კარიერაში მესამე ოლიმპიადაზე იასპარეზებს და ოლიმპიური კომპლექტის შევსებას ეცდება. გენოს ანგარიშზე ბრინჯაოს (2016) და ვერცხლის ოლიმპიური მედალია (2021). ქართველ ფალავანს ტოკიოში რამდენიმე წამი დააკლდა რომ ჩემპიონი გამხდარიყო.
გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონია. წელს ევროპის ჩემპიონატზე გენო ვერცხლის მედალს დაეუფლა. ქართველმა პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია 2023 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალთან ერთად მოიპოვა.

გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 97კგ.) - გივიმ წელს ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა. ქართველმა ფალავანმა ოლიმპიადის ლიცენზია გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალთან ერთად მოიპოვა. 26 წლის გივი მაჭარაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე წელს პირველად იასპარეზებს.
გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 65კგ.) - ძებისაშვილი ნაკრებში მიმდინარე სეზონში დამკვიდრდა. ოლიმპიური ლიცენზია კი აპრილში ბაქოში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე მოიპოვა.
რობერტ კობლიაშვილი ( ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97 კგ.) - ამ დროისთვის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ლიცენზიაა. კობლიაშვილმა ლიცენზია ბაქოში გამართულ ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვა.
რობერტს ევროპის ჩემპიონატზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული, მსოფლიოს ჩემპიონატებზე კი ბრინჯაოს მედალს ორჯერ დაეუფლა.
კობლიაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე მეორედ იასპარეზებს, ქართველის დებიუტი 2016 წელს რიო დე ჟანეიროში შედგა (IX ადგილი).
ლაშა გურული (კრივი, 67კგ.) - ქართველმა მოკრივემ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია, გასულ წელს ევროპულ თამაშებზე მოიპოვა. ლაშა ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა. გურულს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს 2 მედალი აქვს მოპოვებული, (2023, 2021), 2022 წელს ევროპის ჩემპიონატზე კი ვერცხლს დაეუფლა.

ლუბა გოლოვინი ( ბატუტზე ხტომა) - ლუბა კარიერაში მეოთხედ იასპარაზებეს ოლიმპიადაზე (პეკინი 2008, ლონდონი 2012, რიო 2016). გოლოვინმა პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური თასის სერიებში დაგროვებული სარეიტინგო ქულებით მოიპოვა.
ლუბას ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული (2022), ასევე ვერცხლი დაისაკუთრა ევროპის II თამაშებზე ( 2019).
ლუბა გოლოვინამ წელს საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, გასულ წელს კი საქართველოს ნაკრებთან ერთად ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მსოფლიო ჩემპიონატში გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.
ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ბრძოლა გრძელდება, რიგ სახეობებში თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია, თუმცა ოფიციალური დასტური საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან ამ დრომდე არ მოსულა.
ლუბას ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული (2022), ასევე ვერცხლი დაისაკუთრა ევროპის II თამაშებზე ( 2019).
ლუბა გოლოვინამ წელს საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, გასულ წელს კი საქართველოს ნაკრებთან ერთად ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მსოფლიო ჩემპიონატში გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.
ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ბრძოლა გრძელდება, რიგ სახეობებში თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია, თუმცა ოფიციალური დასტური საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან ამ დრომდე არ მოსულა.
Lagazzetta.ge ოლიმპიური ლიცენზიების მოლოდინის შესახებ სპეციალურ ინტერვიუს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.










