სულ რამდენიმე საათი გავიდა მას შემდეგ, რაც იგორ ტუდორმა იუვენტუსი დატოვა. "ბიანკონერიში" ხორვატი სპეციალისტის გაშვება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გუნდმა ახალი სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყო, შესაბამისად, 47 წლის სპეციალისტს დაემშვიდობნენ.
იტალიური პრესა ხორვატი მწვრთნელის პოტენციურ შემცვლელზე უკვე ძალიან ბევრს წერს — როგორც ირკვევა, მთავარი სამიზნე ლუჩანო სპალეტია, ხოლო გეგმა B რაფაელე პალადინო და რობერტო მანჩინი.
ტურინელებმა მოლაპარაკებები პირველ რიგში ლუჩანო სპალეტისთან დაიწყეს, რომელსაც კონტრაქტს სეზონის ბოლომდე სთვაზობენ, შემდგომში 1-წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი დადებითად შეფასდა, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ შემდგარა.
ამასობაში, კლუბი როგორც რაფაელე პალადინოსთან ისე რობერტო მანჩინისთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს და თუ ლუჩანო სპალეტისთან შეთანხმება ვერ მოხერხდება, "ბიანკონერი" გეგმა B-ზე გადაერთვება. იუვენტუსი ახალ მთავარ მწვრთნელს მიმდინარე კვირის ბოლომდე შეარჩევს.









