გამოიკვეთა რამდენიმე ვარიანტი, რომლებსაც ბაიერნი აკვირდება.
ჩაბი ალონსო - პირველი და მთავარი კანდიდატურა. ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ლევერკუზენი საოცარ ფორმაშია. "ფარმაცევტები" გერმანიის ჩემპიონატს 8-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობენ და ამ დრომდე გუნდი წაუგებლად ასპარეზობს. ალონსოს მიმართ ინტერესს ლივერპულიც იჩენს, თუმცა როგორც ჩანს ბაიერნიც საქმეშია. ლევერკუზენის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ლოგიკურია, რომ ისინი ალონსოს შენარჩუნებას ბოლომდე შეეცდებიან.
ჰანსი ფლიკი - ძველი მეგობარი, რომლის პერიოდშიც ბაიერნი საოცარ ფეხბურთს გვთავაზობდა. ფლიკმა გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის და ბუნდესლიგის 2-ჯერ მოგება შეძლო. ბაიერნში მის შესაძლო დაბრუნებაზე ფიქრობენ, თუმცა ჰანსის სურვილზე ჯერ არაფერი ვიცით. მისით დაინტერესებულია ბარსელონაც.

ანტონიო კონტე - იტალიელი სპეციალისტი დაბრუნებისთვის ემზადება. 54 წლის სპეციალიტსს ყველაზე მეტად იტალიაში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა როგორც ჩანს, საქმეში ბაიერნიც არის. მიუნხენური გრანდი კონტეს ვარიანტს სერიოზულად განიხილავს, თუმცა ამ დრომდე მხარეებს შორის მეტი არაფერი ხდება. კონტეს ზაფხულში რამდენიმე ვარიანტი ექნება.
სებასტიან ჰიონესი - ამ სეზონზე შტუტგარტის წარმატების მთავარი მიზეზი. ახალგაზრდა სპეციალისტი, ული ჰიონესის ძმისშვილია. სებასტიანის ხელმძღვანელობით შტუტგარტი, ბუნდესლიგაში მე-3 პოზიციაზე იმყოფება და უნდა ითქვას, რომ ამ სეზონზე ერთ-ერთ ყველაზე სტაბილური გუნდის შთაბეჭდილებასაც ტოვებს.

ზინედინ ზიდანი - ლეგენდარულ ფრანგზე, ძირითადად, ჭორები იწერება, ამ დრომდე ბაიერნიდან მის წარმომადგენლებს არავინ დაკავშირებია. 51 წლის სპეციალისტი 2021 წლიდან მოყოლებული უმუშევარია და ჯერჯერობით უცნობია, როდის აპირებს საქმეში დაბრუნებას.

და ბოლოს ოლე გუნარ სულშერი - მართალია ზემოთ დავწერეთ, რომ ტუხელი სეზონის ბოლომდე გუნდს არ დატოვებდა, თუმცა თუ ბაიერნმა მომდევნო მატჩებში სიტუაცია არ გამოასწორა, არსებობს იმის მოლოდინი, რომ ტომასი სეზონის დასრულებამდე გაუშვან. სულშერი კი ბაიერნში ძალიან მოსწონთ და თუ საჭირო გახდა, გუნდში მის დროებით მიყვანაზეც იფიქრებენ.











