მოგეხსენებათ, 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად როდრი დაასახელეს, რის გამოც დაჯილდოვების ცერემონიას რეალის არცერთი ფეხბურთელი არ დაესწრო.
"ვინისიუსი და ოქროს ბურთი? - დიახ, ის ნაწყენია, მაგრამ არა ოქროს ბურთის გამო. ის ნაწყენია იმით, რაც ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ხდება.
ჩვენც ესპანეთის ნაწილი ვართ და ამ სტიქიების გამო ძალიან ვწუხვართ. იმედი მაქვს, ყველაფერი მალე დალაგდება და მშვიდობა იქნება", - განაცხადა ანჩელოტიმ.
მოგეხსენებათ, ვალენსიაში მომხდარ წყალდიდობას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის გამო, ვალენსიასა და რეალის გასული ტურის მატჩი გადაიდო.









