ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში, რეალი მანჩესტერ სიტის ესტუმრა და მეტოქე 3-2 დაამარცხა. აღნიშნული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუსი გახდა, რომელმაც ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"დავინახე მანჩესტერ სიტის ფანების მიერ გამოკრული ბანერი, რომელმაც კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მომცა — როდესაც მეტოქის გულშემატკივრები ასეთ რაღაცას აკეთებენ, მე უფრო ძლიერი ვხდები და დიდებულ მატჩს ვატარებ."
"ჩემი მომავალი? მე გადაწყვეტილება უკვე მივიღე — ახალი კონტრაქტის დეტალებს უახლოეს დღეებში მოვაგვარებთ და რეალში კიდევ დიდი ხანი დავრჩები" — განაცხადა 24 წლის ბრაზილიელმა შემტევმა.
Champions League
ვინისიუსი: "მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მივიღე"











