ჩემპიონთა ლიგის ფაზის შეხვედრა მადრიდის რეალსა და მონაკოს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 6:1 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუს ჯუნიორი იყო, რომელმაც ერთი გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ნრაზილიელი შემტევი ლეგენდარული პორტუგალიელის, კრიშტიანო რონალდუს რეკორდს უახლოვდება.
კერძოდ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში რეალის მაისურით გაკეთებული საგოლე გადაცემებით პირველ ადგილზე სწორედ რონალდუა, ვინისიუსმა კი მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ყველაზე მეტი საგოლე გადაცემები რეალის ისტორიაში
| ფეხბურთელი | თამაში | ასისტი |
| კრიშტიანო რონალდუ | 101 | 31 |
| ვინისიუსი | 75 | 29 |
| რაული | 130 | 29 |
| რობერტო კარლოსი | 107 | 27 |
| კარიმ ბენზემა | 133 | 27 |
| ლუიშ ფიგუ | 58 | 24 |
| მარსელო | 102 | 24 |
| ტონი კროოსი | 110 | 19 |
| ლუკა მოდრიჩი | 134 | 19 |
| დანი კარვახალი | 93 | 18 |









