შეთანხემბა შედგა, ვინსენ კომპანი მიუნხენის ბაიერნის ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება! რამდენიმე დღის წინ დაწყებული მოლაპარაკებები, საბოლოო შეთანხმებით დასრულდა. "რეკორდმაისტერი" ბარნლის €12 მილიონამდე გადაუხდის, რის შემდეგაც, კომპანი ბაიერნთან კონტრაქტს გააფორმებს.
კომპანის ზურგს დიდხნიანი გამოცდილება ნამდვილად არ უმაგრებს. ბელგიელმა სამწვრთნელო კარიერა 2019 წელს დაიწყო, როდესაც ანდერლეხტში მოთამაშე-მწვრთნელი გახდა. მომდევნო სეზონში კი, როდესაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ბეგლიურმა კლუბმა კომპანი მთავარ მწვრთნელად დანიშნა.
შემდეგ იყო ინგლისში დაბრუნება და ბარნლიში მუშაობა, სადაც კომპანიმ კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა. ბეგლიელმა სპეციალისტმა ბარნლის ჩემპიონშიპი მოაგებინა და პრემიერ ლიგაში დააბრუნა.
დაბრუნება კი მარტივი არ აღოჩნდა. გუნდმა 2023/24 სეზონი ძალიან ცუდად ჩაატარა და ამოსვლიდან ზუსტად ერთ სეზონში, უკან, ჩემპიონშიპში დაბრუნდა. ბარნლიმ ამ სეზონში მხოლოდ და მხოლოდ 24 ქულა მოაგროვა, რაც ელიტაში დასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.
გავარდნის მიუხედავად, ბარნლიმ კომპანისთან თანამშრობლობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მას შემდეგ რაც საქმეში ბაიერნი ჩაერთო, ყველაფერი შეიცვალა. კომპანიმ ამ შესაძლებლობაზე უარი, რა თქმა უნდა, ვერ თქვა, შესაბამისად, მისი და ბარნლის 2-წლიანი თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა.
როგორც ცნობილია, ვინსენ კომპანი და გერმანული გრანდი კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებენ.
Bundesliga
ვინსენ კომპანი ბაიერნს ჩაიბარებს









