კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი პედრი სანაკრებო პაუზის დროს რამდენიმე საინტერესო თემაზე საუბრობს.
მოგეხსენებათ, საქართველოსთან და თურქეთთან მატჩებს პედრი ტრავმის გამო გამოტოვებს.
ლიდერული თვისებები
"მას შემდეგ, რაც ამ გუნდში ვარ, მრავალი წელი გავიდა, ბევრი რამ ვისწავლე როგორც მწვრთელებისგან, ისე ჩემი თანაგუნდელებისგან. დღეს თავს ისე ვგრძნობ, რომ გუნდის ლიდერი ვარ."
კავშირი ბარსელონასთან
"როცა დავიბადე, მაშინვე ბარსელონას ფორმა ჩამაცვეს. მამაჩემი და ბაბუაჩემი ბარსელონას გულშემატკივრები იყვნენ და მეც თავიდანვე ამ გუნდს ვქომაგობდი. ოცნება ამიხდა, რომ ჩემს საყვარელ გუნდში ვთამაშობ და ყოველ დღეს ამ ოცნებით ვატარებ."
ლამინ იამალზე
"იამალი ბრწყინვალე ფეხბურთელია. ამ ასაკში ცოტას შეუძლია ის, რასაც ლამინი აკეთებს. თავისი პირადი ცხოვრების გამო, მას ბევრი აკრიტიკებს, თუმცა ფეხბურთელმა თავად იცის, რას აკეთებს. 18 წლის ასაკში იამალს დიდი ზეწოლის გადატანა უწევს."
ოქროს ბურთის მოგების შანსებზე
"წელს გამოკითხვაში მე-11 ადგილი დავიკავე, რაც ჩემთვის მისაღებია და მივესალმები, რადგან ეს გამოკითხვის შედეგად იყო. ვეცდები, მომავალ წელს უფრო მაღალი პოზიცია დავიკავო. იმედია, ერთ დღეს ამ ჯილდოს მოვიგებ. დედამიწაზე არ არსებობს ფეხბურთელი, ვისაც ოქროს ბურთის მოგება არ სურს. ვინც ამბობს, რომ არ სურს, მატყუარაა."
ჩემპიონთა ლიგის მოგება
"თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებ, თმებს არ გადავიპარსავ, რადგან დედაჩემი ამის უფლებას არ მაძლევს და მეუბნება, რომ სისულელეებს თავი დავანებო. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამის მისაღწევად მე და ჩემი თანაგუნდელები სიცოცხლეს გავწირავთ"









